skip to content
ახალი ამბები

საქართველოს საგარეო უწყება მოსკოვში აფხაზეთიდან ლტოლვილის მკვლელობას გმობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსკოვში აფხაზეთიდან ლტოლვილი საქართველოს მოქალაქის, ედუარდ ღურწკაიას მკვლელობას ეთნიკურ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულს უწოდებს.

19 წლის ედუარდ ღურწკაია 23 ნოემბერს სამმა რუსმა მილიციელმა ცემით მოკლა. რუსული სააგენტოების ცნობით, სამივე მილიციელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

”ეთნიკურ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულს, ეროვნული უმცირესობებისა და კავკასიელების მიმართ თანაბრად ჩადიან ”სკინჰედები” და მათთან მეთოდებით დაახლოებული რუსეთის მილიცია,” – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ”ეს მკვლელობა ნათელი დასტურია იმისა, რომ რუსეთში ქსენოფობია ჩვეულებრივი მოვლენაა”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button