ახალი ამბები

საქართველო პრესის თავისუფლების 2009 წლის ანგარიშში

2009 წლის პრესის თავისუფლების ინდექსში, რომელსაც ორგანიზაცია ”ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე” ყოველწლიურად აქვეყნებს, საქართველომ 39 საფეხურით პროგრესი განიცადა და 81-ე ადგილზე აღმოჩნდა.

ამავე ორგანიზაციის მიერ შარშან გამოქვეყნებულ ანალოგიურ ინდექსში საქართველოს 120-ე ადგილზე ყოფნა იმით იყო ახსნილი, რომ აგვისტოს ომის დროს საქართველოში სამი ჟურნალისტი დაიღუპა.

”ყველა ინდიკატორი იმაზე მიანიშნებს, რომ პრესის თავისუფლების კუთხით არსებული ვითარება, საქართველოს გარდა, თითქმის ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში გაუარესდა,” – ნათქვამია ორგანიზაციის წლევანდელ გამოკვლევაში.

”საქართველომ შეძლო 39 ადგილით დაწინაურება, რადგანაც მას საანგარიშო პერიოდში არ უომია, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური დაძაბულობა საინფორმაციო საშუალებებზე კვლავაც ახდენდა ზემოქმედებას,” – ნათქვამია 2009 წლის ანგარიშში.

2007 წელს საქართველოს ანალოგიურ რეიტინგში 66-ე ადგილი ეკავა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button