ახალი ამბები

გერმანიის საელჩო მოითხოვს ქართულმა მედიამ შეასწოროს მცდარი ინფორმაცია

გერმანიის საელჩომ საქართველოში განაცხადა, რომ ”მოითხოვს” ქართული მედიისგან შეასწოროს ბოლო დროს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერის შესახებ გავრცელებული "მცდარი ინფორმაცია".

“გერმანიის საელჩო კატეგორიულად უარყოფს ქართულ მედიაში გამოთქმულ სპეკულაციებს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თითქოსდა „დასაჩუქრების“ შესახებ მაღალი რანგის თანამდებობით „გაზპრომ“-ში, რაც უკავშირდება ე.წ. „ტალიავინის კომისიის“ დასკვნას. გერმანიის საელჩო მოითხოვს ამ მცდარი ინფორმაციების შესწორებას და იმედოვნებს, რომ მომავალში აღარ ექნება ადგილი მსგავს ჟურნალისტურ შეცდომებს," – ნათქვამია საელჩოს მიერ 8 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.

7 ოქტომბერს ”რუსთავი 2”-მა და ასევე ორმა ნაციონალურმა არხმა – იმედმა და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაუშვეს სიუჟეტები, სადაც ნათქვამი იყო, რომ აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით ევროკავშირის დაფინანსებული კომისიის ექსპერტმა ოტო ლუხტერხანდტმა ”რუსული ინტერესების ლობირების” სანაცვლოდ ”გაზპრომისგან” ”ჰონორარი” მიიღო.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button