skip to content
ახალი ამბები

ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში მხარეებმა აფხაზური საზღვაო ინციდენტები განიხილეს

ქართული, აფხაზური და რუსული მხარეები 8 სექტემბერს ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში გაეროს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელშეწყობით შეხვედრაზე გალში შეიკრიბნენ.

სხვა საკითხებთან ერთად მხარეებმა განიხილეს ბოლოდროინდელი საზღვაო ინციდენტები და გალის რეგიონში მცხოვრები ქართველი მოსწავლეების მიერ განათლების მიღების ხელმისაწვდომობა, განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში.

”მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა, განსაკუთრებით შავ ზღვაზე მომხდარ ბოლოდროინდელ ინციდენტებთან დაკავშირებით, ყველა მხარე შეთანხმდა, რომ ნებისმიერი ინციდენტი, რომელსაც შესაძლოა  უსაფრთხოების კუთხით ჰქონდეს შედეგი, თავიდან იქნება აცილებული და რომ  მოსახლეობას უნდა ეცნობოს იმ ნებისმიერ შესაბამის ზომაზე, რომელიც გალში მაცხოვრებელი ქართველი სკოლის მოსწავლეებისათვის სკოლაში მისვლის შესაძლებლობას უკავშირდება,” – ნათქვამია მისიის მიერ 9 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი/Related

Back to top button