რუსეთმა სამხედროები სამხრეთ ოსეთში მაღალ საბრძოლო მზადყოფნაზე გადაიყვანა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი ჯარები სამხრეთ ოსეთში გაძლიერებულ საბრძოლო მზადყოფნაზე გადავიდნენ, რადგან ქართული მხარე ”არ წყვეტს პროვოკაციებს.
”სიტუაცია მართლაც შემაშფოთებელია,” – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ 4 აგვისტოს.
”ქართული მხარე აგვისტოს მოვლენების ერთი წლის თავის წინ პროვოკაციებს არ წყვეტს. ამასთან დაკავშირებით, გაძლიერებულია სამხრეთ ოსეთში განთავსებული რუსეთის სამხედროებისა და მესაზღვრეების საბრძოლო მზადყოფნა”.
ნესტერენკოს თქმით რუსი სამხედროები დაკვირვებით სწავლობენ ბოლო დროს ცეცხლის გახსნის თითოეულ შემთხვევას.
”ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ყველაფერს, რაც ხდება საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვარზე. ზედმიწევნით ვაფიქსირებთ ოსი და ქართველი წარმომადგენლების განცხადებებს, რომელთაც, როგორც ეს ადრეც არაერთხელ მომხდარა, ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათი აქვთ და სავსეა ურთიერთბრალდებებით,” – განაცხადა მან.
”ამ მომენტში მთავარია არ დავუშვათ, რომ ესკალაცია და სროლის შემთხვევები არ გადაიზარდოს უფრო ფართო შეტაკებებში. ამისთვის ვაკეთებთ და გავაკეთებთ ყველაფერს,” – დასძინა ნესტერენკომ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)