skip to content
ახალი ამბები

PACE-ს დამკვირვებლები მიესალმებიან საქართველოს სურვილს მიიღოს რჩევა მიტინგების კანონმდებლობაზე

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებმა საქართველოს შესახებ განაცხადეს 13 ივლისს, რომ ისინი მიესალმებიან საქართველოს პარლამენტის სურვილს ვენეციის კომისიას ექსპერტიზისთვის  წარუდგინონ მიტინგებზე, პოლიციაზე და ადმინისტრაციულ დანაშაულებზე კანონებში ცვლილებების პროექტები

”ჩვენ არ ვაპირებთ რაიმეს მიღებას, რაც შესაბამისობაში არ იქნება ევროსტანდარტებთან,” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 11 ივლისს. ”ამრიგად მზად ვართ – როგორც ამას ვენეციის კომისიის ოფიციალური წესები ითვალისწინებს – კომისიას ექსპერტიზისთვის გავუგზავნოთ კანონი და მისი ცვლილებები და თუ კომისიის დასკვნა კრიტიკული იქნება, ჩვენ მზად ვართ დავუბრუნდეთ განხილვებს და წარმოვადგინოთ შესაბამისი ცვლილებები”.

მმართველი პარტიის დეპუტატებმა მოგვიანებით განმარტეს, რომ პარლამენტი მხოლოდ მას შემდეგ აპირებს ვენეციის კომისიისთვის ცვლილებების გაგზავნას, რაც მათ პარლამენტი დაამტკიცებს. საკანონმდებლო ორგანომ კანონი პირველი მოსმენით 11 ივლისს მიიღო. 14 ივლისს პარლამენტის წარმომადგენელმა დაუდასტურა Civil.Ge-ს, რომ გეგმა არ შეცვლილა და ცვლილებები მას შემდეგ წარედგინება კომისიას, რაც მოხდება მათი დამტკიცება სამივე მოსმენით.   

”შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის. ამიტომ მნიშველოვანია, რომ ნებისმიერი ცვლილება ამ კანონებში ევრო სტანდარტებთან იყოს შესაბამისობაში,” – აღნიშნეს PACE-ს თანამომხსენებლებმა მათიას იორშიმ და კასტრიო ისლამიმ განცხადებაში. 

 

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button