ახალი ამბები

სტუდია ”მაესტრო” რუსთავში კვლავ გათიშულია

სტუდია ”მაესტრო” მაუწყებლობა რუსთავში კვლავ შეწყვეტილია მიუხედავად ადგილობრივი საკაბელო ტელევიზიის პროვაიდერის დაპირებისა, რომ 1 ივნისს აღადგენდა ტელეკომპანიის მაუწყებლობას, განაცხადა ”მაესტროს” დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა 2 ივნისს. 

მან განუცხადა Civil.Ge-ს, რომ ადგილობრივი საკაბელო ტელევიზიის პროვაიდერი კომპანიის ”თორის” წარმომადგენლები მასთან კონტაქტებს ერიდებიან.

სტუდია ”მაესტრომ” განაცხადა, რომ ”თორის” გადაწყვეტილება შეეწყვიტა ”მაესტროს” მაუწყებლობა რუსთავში ხელისუფლების ზეწოლითაა განპირობებული. რუსთავის ადგილობრივმა ხელისუფლებამ კატეგორიულად უარყო ეს განცხადება და აღნიშნა, რომ ეს არის ორი კერძო კომპანიას შორის არსებული პრობლემა და ხელისუფლებას ამასთან არაფერი აქვს საერთო. 
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button