ახალი ამბები

საზოგადოებრივ ტელევიზიასთან დაკავშირებით სუბარი პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს შეხვდება

საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ შექმნილი ”დაძაბული ვითარებიდან” გამომდინარე, სახალხო დამცველი სოზარ სუბარი 5 მაისს, 16 საათზე, დახურულ შეხვედრას გამართავს საზოგადეობრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან, რომელსაც ჟურნალისტები და პოლიტიკოსებიც დაესწრებიან.

სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე მიწვეულები არიან საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ლევან ყუბანეიშვილი; მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძე და წევრები მამუკა ფაჩუაშვილი, ოთარ კობერიძე, ბაკურ სულაკაური, ზურაბ ხარატიშვილი;  I არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ხათუნა ბერძენიშვილი; თოქ-შოუს “პოლიტიკური კვირის” წამყვანი ინგა გრიგოლია; პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია არსენიშვილი; ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელი ფიქრია ჩიხრაძე; სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის დირექტორი მარინა ჩიტაშვილი; ჟურნალისტებს შორის იქნებიან: ლაშა ტუღუში; ია ანთაძე; ზვიად ქორიძე; თამარ ჩიქოვანი; შორენა შავერდაშვილი; მარინა ვაშაყმაძე; ასევე ისტორიკოსი და გერმანისტი ლაშა ბაქრაძე; ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე და  მედია-ექსპერტი ზურაბ ხრიკაძე.

Back to top button