ახალი ამბები

”რუსთავი 2”-ის წამყვანის თქმით, არხის ყველა მფლობელის ვინაობის ცოდნა არაა საჭირო

”რუსთავი 2”-ის თოქ-შოუს ”პოზიცია” წამყვანმა ნინო შუბლაძემ თავის გადაცემაში 3 აპრილს განაცხადა, რომ არ ფიქრობს, რომ საჭიროა ტელეკომპანიის ყველა მფლობელის ვინაობის ცოდნა.

”რუსთავი 2”-ის მფლობელთა საკითხი, რაც დღემდე უცნობი რჩება, ვარაუდების საგანია. მაშინ როცა ორი მეწილე ცნობილია, არ არსებობს ინფორმაცია მესამე მფლობელზე, გეომედია ჯგუფზე, რომელიც მარშალის კუნძულებზეა დარეგისტრირებული და მისი წილი ”რუსთავი 2”-ში ნოემბერში 55%-დან 40%-მდე შემცირდა.

ტელეკომპანიის მესაკუთრეთა საკითხი გუშინდელი გადაცემის მსვლელობის დროს წამოიჭრა, როცა გადაცემის სტუმარმა, რესპუბლიკელების ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ჰკითხა წამყვანს თუ იცოდა მან ტელეკომპანიის მფლობელთა ვინაობა.

”ირაკლი ჩიქოვანი. ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი,”- უპასუხა შუბლაძემ. ჩიქოვანი კომპანიის 30% წილის მესაკუთრე შარშან ნოემბერში გახდა. ”კიდევ ვინ არიან?”- დაჟინებით იკითხა უსუფაშვილმა და წამყავნმა უპასუხა, რომ მისი აზრით არ იყო საჭირო რომ მას ყველა მესაკუთრის ვინაობა ცოდნოდა.

უსუფაშვილმა მფლობელის ვინაობის გარკვევა მაშინ სცადა, როცა მას გადაცემაში დებატები ჰქონდა პარლამენტის ვიცე-სპიკერთან მიხეილ მაჭავარიანთან მმართველ პარტიასთან ოპოზიციის დიალოგის თემაზე.

”რუსთავი 2”-ის მიერ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისადმი 2008 წლის ნოემბერში გაგზავნილ  წერილში ნათქვამია, რომ აქციების მესამე მფლობელია  საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, რომელსაც შარშან ნოემბერში წილების გადანაწილებაში ცვლილებების შედეგად 45%-ის ნაცვლად აქციების 30% დარჩა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button