ახალი ამბები

მმართველი პარტია ოპოზიციის უმეტესობის მიერ იგნორირებულ დიალოგს იწყებს

სასჯელაღსრულების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, რომელსაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ოპოზიციასთან დიალოგის წარმართვა დაავალა, საპარლამენტო უმცირესობიდან სამი პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრა გაიმართა მმართველი პარტიის მიერ 31 მარტს ოპოზიციისთვის შეთავაზებული წინადადების ფარგლებში დაიწყოს მოლაპარაკებები სამ მთავარ საკითხზე – ეკონომიკური კრიზისის დაძლევა და დასაქმება; უსაფრთხოების საკითხები და დემოკრატიული რეფორმები. 9 აპრილის ორგანიზატორმა ოპოზიციურმა პარტიებმა ეს შემოთავაზება უარყვეს.

დიმიტრი შაშკინთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს დეპუტატმა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან, ლევან ვეფხვაძემ; დეპუტატმა პარტიიდან ჩვენ თვითონ დიმიტრი ლორთქიფანიძემ, დეპუტატმა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან გურამ ჩახვაძემ და ამავე პარტიის ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ. შეხვედრაზე ასევე მოწვეული იყო სამოქალაქო საზოგადოების რამოდენიმე წარმომადგენელი – კოკი იონათამიშვილი ორგანიზაცია ახალი თაობა – ახალი ინიციატივიდან და პოლიტიკური ექსპერტი სოსო ცინცაძე.  

ლევან ვეფხვაძემ შეხვედრამდე განუცხადა ჟურნალისტებს, რომ იგი შეხვედრაზე დააყენებს სამ ძირითად საკითხს, რომელიც, მისი თქმით, მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის საფუძველი უნდა გახდეს.

მისი თქმით, პირველი პირობა ისაა, რომ შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში უნდა გაიმართოს, რათა გაიზარდოს პროცესის სანდოობა. მისი თქმით, შეხვედრის ადგილი იმის გარანტია იქნება, რომ მიღწეული შეთანხმებები შესრულდება. მეორე პირობა, მისი თქმით, ის არის, რომ მოლაპარაკებებში უნდა ჩაერთონ პოლიტიკური პარტიების ლიდერები. ”მიხეილ სააკაშვილი არა მარტო პრეზიდენტია, არამედ ის ნაციონალური მოძრაობის ლიდერიცაა,” – განაცხადა მან. მესამე პირობა, განაგრძო მან, არის ის, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის რაიმე წინაპირობები არ უნდა იქნას დაყენებული.  

შეხვედრის დასრულების შემდეგ დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, რომ შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ სამივე მიმართულებაზე იმუშავებს. დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ დაგეგმილია საკონსტიტუციო რეფორმაზე მუშაობის დაწყება. მან მოუწოდა პრეზიდენტ სააკაშვილს პირადად უზრუნველყოს მთელი ოპოზიციური სპექტრის პროცესში ჩართვა, რათა დილოგი ნაყოფიერი გამოვიდეს. 

მომდევნო შეხვედრა 6 აპრილს დაიგეგმა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button