skip to content
ახალი ამბები

ოჩამჩირის სოფელ აჩგუარაში მომხდარ აფეთქებას სოხუმი ქართულ სპეცსამსახურებს უკავშირებს

ორი სამხედრო და ერთი სამოქალაქო პირი დაშავდა 29 მარტს ოჩამჩირის სოფელ აჩგუარაში მომხდარი აფეთქების შედეგად, იტყობინება ”აფსნიპრესი” 30 მარტს.

ამავე ცნობით, აფეთქება მოხდა მაღაზიაში, რომლის სახურავის ქვეშ დადებული იყო რადიომართვადი ჭურვი.

”ტერაქტი, როგორც ჩანს, საქართველოს სპეცსამსახურებმა მოახდინეს აფხაზეთში ვითარების დესტაბილიზაციის მიზნით,”- განაცხადა სეპარატისტული აფხაზეთის შინაგან საქმეთა გალის რაიონული განყოფილების უფროსმა ლაურენს კოღონიამ.

თუმცა ქართულმა მხარემ უარყო ბრალდებები. ქართული ტელეკომპანიების ცნობით, აფეთქება აფხაზურ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებას უკავშირდება.

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button