
ევროვიზიის ქართული სიმღერა ”წესებს არ შეესაბამება”
ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორმა ევროპის სამაუწყებლო კავშირმა განაცხადა 10 მარტს, რომ საქართველოს მიერ მოსკოვში დაგეგმილი კონკურსისთვის წარდგენილი სიმღერის ტექსტი ”არ შეესაბამება კონკურსის წესებს”.
ევროპის სამაუწყებლო კავშირის განცხადებით, სიმღერა ”We Don’t Wanna Put in” არღვევს წესებს, სადაც წერია: ”სიმღერების ტექსტი და/ან შესრულება არ უნდა ულახავდეს რეპუტაციას შოუს ან ევროვიზიის სიმღერის კონკურსს. არანაირი ტექსტი, გამოსვლა, ჟესტები, რომელთაც ექნებათ პოლიტიკური ან ანალოგიური ხასიათი, არ იქნება დაშვებული ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე”.
ევროპის სამაუწყებლო კავშირმა განაცხადა, რომ მან შესთავაზა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს 16 მარტამდე ან ახალი ტექტსი დაწეროს ან სხვა სიმღერა შეარჩიოს კონკურსისთვის. საზოგადოებრივ მაუწყებელს მომხდარზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)