ევროკავშირი ბელარუსს სეპარატისტული რეგიონების აღიარების წინააღმდეგ აფრთხილებს
სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება ბელარუსს ”ძალიან რთულ ვითარებას” შეუქმნის, განაცხადა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ შვარცენბერგმა 23 თებერვალს.
შვარცენბერგმა ეს განცხადება ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გააკეთა, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა იქნა განხილული. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა: ”ბუნებრივია, რომ ბელარუსს სუვერენული პარლამენტი ჰყავს და ბელარუსის პარლამენტს საკუთარი გადაწყვეტილება აქვს [მისაღები]. თუ ისინი ცნობენ სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს, ეს შექმნის ძალიან, ძალიან რთულ სიტუაციას ბელარუსისთვის, რადგანაც ბელარუსი ევროპულ კონსენსუსს გამოეთიშება”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)