skip to content
ახალი ამბები

აშშ სეპარატისტულ რეგიონებში რუსეთის ბაზების განთავსების შესახებ ’სინანულს’ გამოთქვამს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 6 თებერვალს განაცხადა, რომ ვაშინგტონი ”სინანულს გამოთქვამს რუსეთის გეგმებთან დაკავშირებით შექმნას ბაზები საქართველოს ტერიტორიაზე, რაც ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების სულისკვეთებას.”

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა 12 აგვისტოს და 8 სექტემბრის შეთანხმებებით აიღო ვალდებულება დააბრუნოს საკუთარი შეიარაღებული ძალები აგვისტოს ომამდე არსებულ პოზიციებზე.

”რუსეთის ბოლოდროინდელი განცხადება საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში – განათავსოს შეიარაღებული ძალები საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე აშკარად იქნება აღებული ვალდებულების დარღვევა. ბაზების განთავსების შესახებ გეგმის განხორციელება ასევე იქნება საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიოული მთლიანობის დარღვევა, რომლის მხარდაჭერაც რუსეთმა ბევრჯერ ივალდებულა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით. აშშ მოუწოდებს რუსეთს პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ხელი შეუწყოს რეგიონში სტაბილურობას აღებული ვალდებულებების შესრულებით და ჟენევის პროცესში მონაწილეობით.”

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button