Placeholder canvas
ახალი ამბები

დავით სიხარულიძის ბიოგრაფია

დავით სიხარულიძე დაიბადა 1968 წლის 30 მაისს, თბილისში. 1993 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სამკურნალო ფაკულტეტი.

1993-1995 წლებში მუშაობდა ფსიქიატრიის ინსტიტუტში ექიმ-ფსიქიატრად.

1995-1996 წლებში ასრულებდა საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობებს.

1996-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში წამყვან სპეციალისტად.

2000-2002 წლებში ეკავა ნატოს სამმართველოს უფროსის თანამდებობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 

2002 წელს დაინიშნა ნატოში საქართველოს მისიის (ბრიუსელი, ბელგია) ხელმძღვანელის მოადგილედ.

2004 წლის მარტიდან ივლისამდე მუშაობდა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ.

2004 წლის ივლისში დაინიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილედ.

2005 წლის ოქტომბერში დაინიშნა თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ, რომლის  კომპეტენციაშიც შედიოდა პოლიტიკისა და დაგეგმვის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და იურიდიული საკითხები.

2006 წლის 1 მარტს დაინიშნა აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად.

2008 წლის დეკემბერში დაინიშნა თავდაცვის მინისტრად.

 

მსგავსი/Related

Back to top button