ახალი ამბები

ომის შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ სააკაშვილს მოუსმინა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა აგვისტოს ომის შემსწავლელ დროებით საპარლამენტო კომისიას 28 ნოემბერს ჩვენება მისცა. 

მან თავისი ხუთსაათიანი საუბრის დასაწყისშივე განუცხადა კომისიას, რომ სამხედრო ოპერაციის დაწყებაზე 7 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილება ”გარდაუვალი” იყო, რადგან რუსული ძალები როკის გვირაბის გავლით შემოდიოდნენ ცხინვალის რეგიონში და ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი სოფლები იბომბებოდა. 

”კითხვაზე  განვახორციელეთ თუ არა ჩვენ სამხედრო მოქმედებები აგვისტოს დასაწყისში იმისათვის, რომ აგვეყვანა კონტროლ ქვეშ ცხინვალი და ის ადგილები სამხრეთ ოსეთში, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებდით მე ადრეც ღიად ვაცხადებდი და ახლაც ვაცხადებ, რომ: დიახ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვეწარმოებინა სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში. ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ეს იყო მძიმე გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებდა ნებისმიერი ქვეყნის და ერის წინაშე პასუხისმგებელი დემოკრატიული ხელისუფლება საკუთარი სამშობლოს და მოქალაქეების დასაცავად,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, ”არსად, არც მე და არც მთავრობის სხვა წევრებს არსად საპირისპირო არ გვითქვამს იმიტომ, რომ საკითხი დგას, რომ თითქოს ჩვენ ამას ვუარყოფდით”.

მან ასევე განაცხადა, რომ აგვისტოს ომმა გარკვეულწილად შეაფერხა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, თუმცა მეორე მხრივ, ამან პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა, რადგან აჩვენა, რომ რუსები არიან არა მშვიდობისმყოფლები, არამედ აგრესორები.

სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო არც გამარჯვებულია და არც დამარცხებული ამ ომში, რადგან ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა.

მან კატეგორიულად უარყო რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩის ეროსი კიწმარიშვილის ბრალდებები და განაცხადა, რომ ”მძიმე შეცდომა” იყო მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნა.

კომისიაზე პრეზიდენტის გამოსვლა ასევე მოისმინეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, რომლებიც სპეციალურად იქნენ მიწვეული პარლამენტში.

ქვემოთ მოცემულია პრეზიდენტ სააკაშვილის ჩვენების ძირითადი პუნქტები:

  • მოსმენის დაწყებისას კომისიის თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განუცხადა პრეზიდენტს: ბატონო პრეზიდენტო, თქვენ იცით, რომ რუსული აგრესია აგვისტოში არ დაწყებულა, ის დიდი ხნით ადრე დაიწყო; რატომ ვერ შეძლო საქართველომ კონფლიქტის თავიდან აცილება და რატომ ვერ მოახერხა არ წამოგებოდა რუსულ აგრესიაზე? თქვენს პასუხზე კითხვის გაცემამდე, მინდა ვთქვა, რომ ამ კომისიის ჩამოყალიბება იყო ისტორიული მოვლენა; ეს არის ნათელი დასტური იმისა, რომ საქართველოში არის დემოკრატია. კომისიის თავმჯდომარე არის ოპოზიციის წარმომადგენელი და ერთი წლის წინ ჩვენ ვიდექით ბარიერი სხვადასხვა მხარეს და ჩვენ დღესაც გვაქვს განსხვავებული მოსაზრებები. მაგრამ ყველაფერი მოქცეულია საპარლამენტო ჩარჩოებში;
  • თბილისიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში საოკუპაციო ჯარი დგას, რომელიც ღიად ემუქრება საქართველოს მოქალაქეებს. ამ სიტუაციაში ბევრს ექნებოდა მცდელობა, რომ აეკრა პირი ოპოზიციისთვის, ჩვენი პასუხია მეტი, დემოკრატია, მეტი გახსნილობა; 
  • ჩვენ არ გავქცეულვართ არცერთ კითხვას, მთავრობის ყველა წევრს ჰქონდა ინსტრუქცია, რომ კითხვებზე პასუხს არ გაქცეოდნენ; 
  • მთავარი კითხვა, რომელიც დღეს აწუხებს საერთაშორისო საზოგადოებას არის, ის განახორციელა თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ სამხედრო მოქმედებები, რომ აღედგინა კონტროლი სეპარატისტულ რეგიონებზე;
  • კითხვაზე  განვახორციელეთ თუ არა ჩვენ სამხედრო მოქმედებები აგვისტოს დასაწყისში იმისათვის, რომ აგვეყვანა კონტროლ ქვეშ ცხინვალი და ის ადგილები სამხრეთ ოსეთში, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებდით მე ადრეც ღიად ვაცხადებდი და ახლაც ვაცხადებ, რომ: დიახ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვეწარმოებინა სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში. ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ეს იყო მძიმე გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებდა ნებისმიერი ქვეყნის და ერის წინაშე პასუხისმგებელი დემოკრატიული ხელისუფლება საკუთარი სამშობლოს და მოქალაქეების დასაცავად;
  • ეს გადაწყვეტილება იყო გარდაუვალი ორი მთავარი გარემოების გამო: ჩვენ დავიწყეთ უტყუარი, დადასტურებული ინფორმაციის მიღება, რომ რუსულმა ძალებმა დაიწყეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთა, ეს არ უარუყვიათ თავად რუსებსაც;
  • ინტერვენციის წინა დღეს, 6 აგვისტოს ჩვენ მოგვიკლეს მშვიდობისმყოფელები. იმ ღამეს და შემდეგ ხორციელდებოდა ჩვენს მიერ კონტროლირებადი სოფლების დაბომბვა; 
  • ასეთ პირობებში საკითხავი ის კი არ არის აწარმოა თუ არა ომი ქვეყანამ. ჩვენ ეს მართლაც ზუსტად ასე გავაკეთეთ. საკითხავია ის, რომ რომელი დემოკრატიული მთავრობა მოითმენდა ამას; 
  • ეს არის საერთაშორისოდ აღიარებული, საქართველოს საზღვრებში მოქცეული ტერიტორია;
  • ჩვენ არ შევჭრილვართ სხვა ტერიტორიაზე, არამედ ჩვენ ვიბრძოლეთ ჩვენი ქვეყნის დასაცავად. არცერთ ქართველს არ დაუდგამს ფეხი სხვისი ქვეყნის ტერიტორიაზე; 
  • საქართველო იყო თუ რუსეთი ის მხარე, რომელმაც აწარმოა ფაქტობრივი ანექსია უცხო ქვეყნის ტერიტორიის? საქართველო იყო თუ რუსეთი ის მხარე, ვინც დატოვა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შეზღუდვის შესახებ ხელშეკრულება? რომელმა ქვეყანამ გადაკვეთა მეზობელი ქვეყნის საზღვარი? რომელმა ქვეყანამ დაურიგა პასპორტები, შემდგომში მათი მოქალაქეების დაცვის მოტივით? რომელმა ქვეყანამ გამოაცხადა უარი შტაინმაიერის გეგმაზე? რომელმა დაიწყო საომარი მოქმედებების შედეგად ეთნიკური წმენდა? რომელმა ქვეყანამ განაცხადა უარი ტერიტორიის დაცლაზე და ევროკავშირის შესვლაზე?;
  • [2008 წლის] თებერვალში პრეზიდენტ პუტინთან ჩემი შეხვედრა იყო მძიმე. მან მითხრა: ჩვენ გვექნება ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსთან, გავხსნით ავია-მიმოსვლას, შეიძლება შემოვუშვათ ღვინოები, მაგრამ რაც შეეხება, კონფლიქტებს, ჩვენ ამაზე პასუხს გავცემთ დასავლეთს და ნატოს, თქვენ არაფერ შუაში ხართ და ჩვენი პასუხი ამასთან მიმართებაში იქნება რეაქცია კოსოვოზე. ეს იყო უკიდურესად ცინიკური განცხადება და გამოვედით ამ შეხვედრიდან ძალიან გულდამძიმებულები. ვკითხე დავით ბაქრაძეს [რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას] რა იყო მისი შთაბეჭდილება და მან მითხრა, რომ ის გვემუქრება ჩვენ ომითო;
  • შემდეგ მე შევხვდი მედვედევს და მან გვითხრა, რომ მას სურდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესება; მედვედევი არ მსახურობდა კგბ-ში და ეს დადებით მომენტად მივიჩნიეთ ურთიერთობების დასამყარებლად. შეხვედრა იყო ცოტათი უკეთესი, ვიდრე მე ვიყავი შეჩვეული ასეთ შეხვედრებზე. დეტალებში არ შევედით და შემოგვთავაზა შეხვედრა შემდგარიყო უახლოეს ხანში. მე გამოვედი იქიდან დადებითი ემოციით;
  • მივწერე მე მას წერილი და მოგვწერეს პასუხი, ბატონ გრიგოლ ვაშაძეს [მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს], რომელმაც მითხრა, რომ წერილი არის ძალიან იმედგამაცრუებელი;
  • ასტანაში მედვედევმა თქვა, რომ ახლა შეხვედრის დრო არ არის. სამწუხაროდ, მან ამ შეხვედრაზე იქვე, ძალიან ნათლად განმიცხადა უარი. მე შემექმნა შთაბეჭდილება, რომ გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრში მას უსაყვედურეს;
  • ივლისის თვეში მისი რიტორიკა იყო ძალიან განსხვავებული წინა შეხვედრისგან; 
  • ჩემი ბოლო მცდელობა ომის წინ, პრეზიდენტ მედვედევთან შეხვედრასთან დაკავშირებით იყო 6 აგვისტოს საღამოს, როცა სიტუაცია ძალიან გართულდა. და პასუხი მათი საგარეო საქმეთა სამინისტროდან იყო ასეთი: არ არის მომწიფებული სიტუაცია. 8, 9, 10 აგვისტოს ყოველდღე ვცდილობდი მედვედევთან ან პუტინთან დარეკვას; 
  • ჩემს თვალწინ პრეზიდენტ სარკოზის თბილისში ყოფნისას [12 აგვისტოს] არ აკავშირებდნენ პრეზიდენტ მედვედევთან სხვადასხვა საბაბით; 
  • კომისიის თავმჯდომარემ ჰკითხა სააკაშვილს რუსეთის პრეზიდენტის  ”ლილიპუტინად” მოხსენებასთან დაკავშირებით; 
  • ოდესმე გაგიგიათ, რომ მე მისთვის ”ლილიპუტინი” დამეძახოს? ეს არასდროს მითქვამს, არც კერძო საუბრებში, არც საჯაროდ. ეს არის მითი, რომელიც იმ ხალხმა გაავრცელა, რომელთაც არ სურთ რუსულ-ქართულ ურთიერთობებში რეალური პრობლემების დანახვა; მე ხაზგასმით ყოველთვის პატივისცემით ვექცეოდი მას და რაიმე სახის უხეში ნათქვამი არ გამომიყენებია რუსეთის რომელიმე ლიდერის მიმართ. 
  • მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ეს ურთიერთობები არ არის პირადი ურთიერთობები; 
  • 2004 წლის თებერვალში პირველი შეხვედრის დროს ყველანაირი ინსტინქტი მკარნახობდა, რომ მქონოდა კარგი პირადი ურთიერთობა. მე ეს მოვახერხე სხვა ლიდერებთან. სამწუხაროდ, რუსეთის შემთხვევაში მათი მხრიდან სურვილის არ ქონის გამო – ისინი არ განგვიხილავდნენ ჩვენ თანაბარ მ

მსგავსი/Related

Back to top button