
ახალი ამბები
ოსური მხარის ინფორმაციით, სნაიპერის ტყვიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან სნაიპერის მიერ ნასროლ ტყვიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რომელიც ადმინისტრაციული საზღვრის სამხრეთ ოსურ მხარეს მოძრაობდა ავტომანქანით.
სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი იტყობინება, რომ სოფელ დისევის მკვიდრი სოფელ კორკულასთან მოკლეს, რომელიც ცხინვალიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს მდებარეობს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო თბილისის კავშირი ინციდენტთან.
This post is also available in: English (ინგლისური)