skip to content
ახალი ამბები

რუსეთის ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენელი სამხრეთ ოსეთის პრემიერ-მინისტრი გახდა

სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულმა პარლამენტმა 22 ოქტომბერს ასლანბეკ ბულაცევი პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაამტკიცა, იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.

მანამდე ბულაცევს ჩრდილოეთ ოსეთში საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა. იგი ამ პოსტზე 2006 წელს დაინიშნა. მანამდე კი მას ჩრდილოეთ ოსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ფინანსური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა.

სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა, რომელიც ასევე ესწრებოდა პარლამენტის სხდომას, განაცხადა, რომ აგვისტოში მთავრობის დათხოვნით მან ”სწორი გადაწყვეტილება” მიიღო, რადგანაც წინა მთავრობა, მისი თქმით, ”ვერ უმკლავდებოდა ამოცანებს კრიზისულ სიტუაციაში”.  

კოკოითმა მთავრობა ყოფილი პრემიერის იური მოროზოვის ხელმძღვანელობით აგვისტოს მოვლენების შემდეგ, 18 აგვისტოს დაითხოვა. მას შემდეგ რუსეთის მოქალაქის იური მოროზოვის ნაცვლად, მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე ბორის ჩოჩიევი ასრულებდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button