
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან სროლები დაფიქსირდა
სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლების თქმით, მათ საგუშაგოებს ადმინისტრაციულ საზღვართან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს ქართული სოფელ ნიქოზიდან 18 ოქტომბერს.
მართალია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა შოთა უტიაშვილმა დაადასტურა, რომ ხანმოკლე სროლას, რომელიც მხოლოდ რამდენიმე წუთი გაგრძელდა, მართლად ჰქონდა ადგილი, მან განუცხადა Civil.Ge-ს, რომ როგორც ჩანს, ”ნასვამი რუსი ჯარისკაცები” ისროდნენ უმისამართოდ. ”და ახლა, რა თქმა უნდა, ისინი [სეპარატისტული ხელისუფლება] ჩვენ გვადანაშაულებენ,” – დასძინა მან.
საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ განუცხადა Civil.Ge-ს, რომ რეგიონში განთავსებულმა მონიტორებმა გაიგონეს სროლის ხმა, თუმცა ჯერ ისევ ცდილობენ დაადგინონ რა მოხდა.
ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)