skip to content
ახალი ამბები

თბილავიამშენის მიმდებარე ტერიტორია კვლავ დაიბომბა

დაახლოებით 19 საათზე რუსულმა თვითმფრინავმა კვლავ დაბომბა თბილისში საავიაციო ქარხნის –  თბილავიამშენის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ეს ინფორმაცია Civil.Ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა დაუდასტურა.

ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია დაზარალებულების  შესახებ.

შეტევა თბილავიამშენის ტერიტორიაზე მდებარე ასაფრენ ბილიკზე დღეს დილითაც მიიტანეს რუსულმა ბომდამშენებმა. ეს დედაქალაქში განხორციელებული პირველი საჰაერო შეტევა იყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button