ახალი ამბები

სოჭის ოლიმპიადა კარგი შანსია რეგიონში მშვიდობის მისაღწევად – სააკაშვილი

პრეზიდენტი სააკაშვილი დღეს გამოვიდა ინიციატივით შეიქმნას ერთობლივი კომიტეტი რუსეთის ფედერაციასთან, რომელიც 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას უზრუნველყოფს.

”სოჭის ოლიმპიადა უკავშირდება რეგიონში არსებულ უსაფრთხოებას და ჩვენ მოხარული ვიქნებით თუ შეიქმნება ერთობლივი კომიტეტი რუსეთის ფედერაციასთან,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”აქ ვლაპარაკობთ ეკონომიკურ საკითხებზე, თანამშრომლობის საკითხებზე, ტრანსსასაზღვრო საკითხების მოგვარებაზე, მიგრაციაზე და ხალხის გადაადგილებაზე – ყველაფერი, რაც უკავშირდება ოლიმპიურ თამაშებს უნდა იყოს მოგვარებული… იმისათვის რომ ხელი შევუწყოთ ოლიმპიური თამაშების მოწყობას და გარდა ამისა, თავიდან უნდა ავიცილოთ ნებისმიერი ასეთი გართულებები”.

მას მხედველლობაში ჰქონდა აფხაზეთში ვითარების გამწვავებები, რასაც დღეს აქვს ადგილი აფეთქებების და შეტაკებების სახით.

”ჩვენ ვფიქრობთ და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს არის ძალიან კარგი შანსი იმისათვის რომ მშვიდობამ დაისადგუროს რეგიონში,”  – აღნიშნა სააკაშვილმა.

მან ეს განცხადება აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან კონდოლიზა რაისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა მას შემდეგ, რაც ”რუსთავი 2”-ის კორესპონდენტმა დასვა შეკითხვა: ”როგორ შეიძლება აისახოს სოჭის ოლიმპიადაზე ის მოვლენები, რომელიც ხდება აფხაზეთში, ვგულისხმობ, აფეთქებებს და შეტაკებებს?”

”ოლიმპიური თამაშები სოჭში  შედგება,”- განაცხადა კონდოლიზა რაისმა, ”ძალადობა კი უნდა შეწყდეს. არ უნდა იღუპებოდნენ უდანაშაულო ადამიანები. ყველა მხარემ უნდა უარი თქვას ძალადობაზე, როგორც ვარიანტზე”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button