ახალი ამბები

თბილისი სამშვიდობოების გაყვანის მოთხოვნამდე ევროკავშირის და აშშ-ს ჩარევას ელის

თბილისი დათანხმდა გადადოს რუსი სამშვიდობობის გაყვანის მოთხოვნის გეგმა იმ პირობით, რომ ევროკავშირი და აშშ ამ საკითხზე თავიანთ ზეგავლენას გამოიყენებენ მოსკოვთან მიმართებაში, იტყობინება ”როიტერი”.

”ჩვენმა ამერიკელმა და ევროპელმა კოლეგებმა პირდაპირ გვთხოვეს, რომ მივცეთ მათ რუსებთან მუშაობის შესაძლებლობა,” – განუცხადა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ ”როიტერს”.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 17 ივნისს განაცხადა, რომ თბილისის შესაძლო ”არაგონივრულმა” გადაწყვეტილებამ აფხაზეთიდან სამშვიდობოების გაყვანის თაობაზე შეიძლება უფრო მეტი დაძაბულობა გამოიწვიოს მთელს კავკასიის რეგიონში.

ევროკავშირი-რუსეთის სამიტი 26-27 ივნისს ხანტი-მანსიისკში გაიმართება. ”როიტერი” იტყობინება ევროკავშირის წყაროზე დაყრდნობით 23 ივნისს, რომ ევროკავშირი მტკიცე პოზიციას დაიკავებს, განუცხადებს რა რუსეთს პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ”დიახ, ჩვენ გვექნება მტკიცე პოზიცია იმაზე, რაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ეხება,” – განაცხადა ევროკავშირის წყარომ.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დანიელ ფრიდმა 18 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთმა გაზარდა პოლიტიკური და სამხედრო ზეწოლა საქართველოზე, რაც ამერიკის შეერთებული შტატების შეშფოთებას იწვევს.

”ისინი უფრო ფართომასშტაბიანი კონფლიქტის გაჩაღების საფრთხეს ქმნიან და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ რუსეთის, როგორც მშვიდობისმყოფელის და საქართველოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მოლაპარაკებების შუამავლის როლს,” – განაცხადა ფრიდმა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას.

იმავდროულად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 23 ივნისს განაცხადა, რომ თბილისის სურვილია, რომ რუსეთმა გაიყვანოს დამატებითი ძალები აფხაზეთიდან და გააუქმოს მისი გადაწყვეტილება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ოფიციალური ურთერთობების დამყარების თაობაზე.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button