ახალი ამბები

მოსკოვის მტკიცებით, სარკინიგზო ძალების წინააღმდეგ ”ტერაქტი” აღიკვეთა

13 ივნისს აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთზე, რომელსაც ამჟამად რუსული სარკინიზო ძალები არემონტებენ, რელსის ქვეშ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი TM-62-M იქნა აღმოჩენილი, განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე დრობიშევსკიმ შაბათს.

”დივერსიულ-ტერორისტული აქტის მცდელობა იქნა განხორციელებული რუსეთის ფედერაციის სარკინიგზო ძალების სამხედროების წინააღმდეგ, რომლების აფხაზერთში ჰუმანიტარული მისიით იმყოფებიან, რათა შეაკეთონ იქ რკინიგზა,” – იტყობინება ”რია ნოვოსტი” დრობიშევსკის სიტყვებზე დაყრდნობით.

საინფორმაციო სააგენტო ”ინტერფაქსი” იტყობინება დრობიშევსკის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი ”დაახლოებით 10-30 დღით ადრე იქნა ჩადებული”.

მან ასევე განაცხადა, რომ სოხუმსა და ოჩამჩირეს შორის რკინიგზის და ასევე სარკინიგზო ხიდების შეკეთებას სარკინიგზო ძალები ახორციელებენ, რომლებიც აფხაზეთში მაისის ბოლოს ჩავიდნენ. თბილისმა ეს ქმედება დაგმო და მას სამხედრო ინტერვენციის დასაწყისი უწოდა. თუმცა, მოსკოვის განმარტებით, ეს არის ჰუმანიტარული ნაბიჯი, რომელიც რეგიონის ”სოციალურ-ეკონომიკურ რეაბილიტაციას” ისახავს მიზნად.   
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button