
ახალი ამბები
”თანასწორობის ინსტიტუტის” აქტივისტები ჯარიმის დაკისრების შემდეგ გაათავისუფლეს
”თანასწორობის ინსტიტუტის” ექვსი წევრი, რომლებიც 23 აპრილს დააკავეს, გლდანის ადმინისტრაციულმა სასამართლომ 400-400 ლარიანი ჯარიმის დაკისრების შედეგად გაათავისუფლა გუშინ ღამით გაატავისუფლა.
”თანასწორობის ინსტიტუტის” აქტივისტები პატრულმა მაშინ დააკავა, როცა ისინი სახელმწიფო კანცელარიის შენობის – ”ძირს პოლიციური რეჟიმი” – შინაარსის წარწერებს წერდნენ.
დაკავებულთა შორის იყვნენ სამოქალაქო აქტივისტები ირაკლი კაკაბაძე და ლაშა ჩხარტიშვილი, დეპუტატობის კანდიდატი გაერთიანებული ოპოზიციიდან ოზურგეთის მაჟორიტარულ ოლქში.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ”თანასწორობის ინსტიტუტის” წევრებს ან ხულიგნობის ან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მოტივით აკავებენ.