ახალი ამბები

’რუსეთი ღიად ემხრობა სეპარატისტებს’ – ამერიკელი დიპლომატი

რუსეთი, რომელმაც შუამავლის როლი უნდა შეასრულოს სამშვიდობო პროცესში, ”ამის სანაცლოდ, ღიად ემხრობა სეპარატისტებს, რითიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მისი, როგორც მედიატორის როლს,” განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა 17 აპრილს.


ვენაში ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე საუბრისას აშშ-ს ელჩმა ეუთოში ჯული ფინლიმ მოუწოდა რუსეთს ”გააუქმოს” პრეზიდენტ პუტინის მითითებები და საშუალება მისცემს რუსეთის ხელისუფლებას შექმნას ”მექანიზმები, რომლებიც დაიცავს” აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების და სხვა მაცხოვრებლების ინტერესები.


მისი თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში არ არის მითითებული, თუ სად იქნება გამოყენებული ეს მექანიზმები და სად განხორციელდება ეს მომსახურება.


”ვაფასებთ რა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მიღებულ გარანტიებს იმის თაობაზე, რომ ამ ”მექანიზმების” აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გამოყენების გეგმები არ არსებობს უახლოეს მომავალში, მითითებების ტექსტი ამ შესაძლებლობის საკითხს ღიად ტოვებს,” – განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.


მან ასევე აღნიშნა, რომ მითითებები, რომლებიც უფლებას აძლევს რუსეთის ხელისუფლებას იურიდიულად აღიარონ თვითგამოცხადებული რეგიონების ხელისუფლების მიერ მიღებული სხვადასხვა დოკუმენტები და გადაწყვეტილებები, ტოლფასია ”აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტების ქმედებების და კანონმდებლობის ლეგიტიმაციისა”.

”საქართველო განიხილავს ამ მითითებებს როგორც პროვოკაციას და სერიოზულ გამოწვევას მისი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ,” – განაცხადა მან, ”ამ ქმედებამ, რუსეთის მიერ ცოტა ხნის წინ დსთ-ს სანქციების მოხსნასთან ერთად, რაც აფხაზეთისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობას იძლევა, მნიშვნელოვნად დაძაბა ვითარება ამ ისედაც რთულ რეგიონში. ამასთან დაკავშირებით, ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი შეასრულებს მის საერთაშორისო ვალდებულებას და არ მიაწვდის იარაღს კონფლიქტის ზონაში და კვლავ განახორციელებს სანქციებს სეპარატისტულ რეგიონებში სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებაზე”. 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button