ახალი ამბები

რესპუბლიკელები ნატოს საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას სთხოვენ

რესპუბლიკური პარტია მიმართავს ნატოს წევრ სახელმწიფოებს მხარი დაუჭირონ საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებას და აქვე მოუწოდებს მათ მოსთხოვონ საქართველოს ხელისუფლებას ნაკისრი ვალდებულების შესრულება. 


რესპუბლიკური პარტიის ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ნატოში ქვეყნის ინტეგრაციის საკითხი დომინანტურია სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და ერთიანობის უზრუნველსაყოფად.


”მოვუწოდებთ ნატოს ბუქარესტის სამიტის მონაწილე სახელმწიფოების მეთაურებს და მთავრობებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ იმას, რომ საქართველოს მთავრობას  კატეგორიულად მოეთხოვოს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, ადამიანის უფლებების დაცვა, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება,”- განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დავით უსუფაშვილმა.


ნატოს სამიტი, სადაც საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხი უნდა გადაწყდეს, ბუქარესტში 2-4 აპრილს გაიმართება.


 

Back to top button