ახალი ამბები

პატრიარქი ოპოზიციას და ხელისუფლებას დიალოგისკენ მოუწოდებს

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია II-მ კვლავ მოუწოდა ხელისუფლებას და ოპოზიციას დიალოგის განახლებისკენ.


საკვირაო ქადაგებისას ილია II-მ განაცხადა, რომ ოპოზიციის გადაწყვეტილებამ მისი მოწოდების შემდეგ შეეწყვიტა შიმშილობის აქცია 25 მარტს, ხელი შეუწყო დაძაბულობის განმუხტვას. თუმცა, ხაზი გაუსვა, რომ მან ასევე მოუწოდა ხელისუფლებას გადაედგა ნაბიჯები, რაც საზოგადოების გაერთიანებას დაეხმარება.


”კატეგორიული აზროვნება, ასევე როდესაც ადამიანი ფიქრობს, რომ მხოლოდ ის არის მართალი, სახიფათოა,” – განაცხადა მან, ”ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის მოსმენა და მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ხელისუფლებას და ოპოზიციას მოუსმინონ ერთმანეთს”. 

Back to top button