ახალი ამბები

დავით კირკიტაძე ქვემო ქართლის გუბერნატორი გახდა

ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი, დეპუტატი დავით კირკიტაძე დღეს ქვემო ქართლის ახალ გუბერნატორად წარადგინეს.


მან ამ თანამდებობაზე ზურაბ მელიქიშვილის შეცვალა, რომელიც სავარაუდოდ, საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატად იყრის კენჭს.


დავით კირკიტაძემ შესაძლოა ახალი თანამდებობის დაკავებასთან ერთად ნაციონალური მოძრაობის გენმდივნის თანამდებობა დატოვოს. მედიის ინფორმაციით, მას პარტიაში პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი ჩაანაცვლებს.

Back to top button