
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრი ესტონეთში გაემგზავრა
28 მარტს პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ესტონეთში გაემგზავრა, იტყობინება მთავრობის პრესსამსახური.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება ესტონეთის პრეზიდენტს ტომას ჰენდრიკ ილვესს, თავის კოლეგას ანდრუს ანსიპს, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრს ურმას პაეტს და ესტონეთი-საქართველოს საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარეს ანდრეს ჰერკელს.
იგეგმება პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაცნობის მიზნით.