ახალი ამბები

ბურჯანაძე მმართველი პარტიის სიის პირველი ნომერი იქნება

პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის სათავეში იქნება. ეს ინფორმაცია 27 მარტს თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაადასტურა.


ამასობაში, ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-მა 27 მარტს განაცხადა, რომ დეპუტატმა დავით კირკიტაძემ, რომელიც მმართველი პარტიის გენერალური მდივანია, შესაძლოა ქვემო ქართლის გუბერნატორის პოსტზე ზურაბ მელიქიშვილი შეცვალოს, ხოლო ეს უკანასკნელი მმართველი პარტიის დეპუტატობის კანდიდატთა სიაში შევა. კირკიტაძემ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა, რადგანაც, მისი თქმით, ეს ”საკითხი საჯარო განხილვისთვის ჯერ არ არის”. ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კირკიტაძეს ჭიათურის ოლქის მაჟორიტარ დეპუტატად სურდა კენჭისყრა.

Back to top button