We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების სამთავრობო ჯგუფმა მუშაობა განაახლა

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, დღეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისმა სამუშაო ჯგუფმა მუშაობა განაახლა.

ეს ჯგუფი 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში შეიქმნა.


”თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი მოწოდებულია უზრუნველყოს, რომ 21 მაისს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები მაქსიმალურად სამართლიანად და თავისუფლად ჩატარდეს,”- აცხადებს პრეზიდენტის პრესსამსხური.


სამთავრობო ჯგუფი კოორდინაციას უწევს იმ ძირითადი სახელმწიფო დაწესებულებების საქმიანობას, რომლებიც არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა ფაქტორებზე არიან პასუხისმგებელნი.


ჯგუფში შედიან: იუსტიციის მინისტრი ნიკოლოზ გვარამია და მისი პირველი მოადგილე თინათინ ბურჯალიანი; შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე ზღულაძე და ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი შოთა უტიაშვილი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ ვაშაძე და საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სერგი კაპანაძე; რეგიონალური კოორდინაციის სახელმწიფო მინისტრი დავით ტყეშელაშვილი; გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი თინათინ გოლეთიანი.

Back to top button