
ახალი ამბები
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობისთვის 8 კანდიდატი გააგრძელებს ბრძოლას
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის კონკურსის მეორე ტურში 32 კანდიდატიდან 8 კანდიდატი შეირჩა:
1. გიორგი ჭანტურია – “ქართული ანიმაციური სტუდიების” დირექტორი; 
2. გენადი უჩუმბეგაშვილი – ”ინტერნიუსის” დირექტორი; 
3. პაატა ნაცვლიშვილი; 
4. ზვიად ქორიძე – ჟურნალისტი; 
5. ქეთევან გალდავაძე; 
6. დოდო შონავა – ჟურნალისტი; 
7. ზურაბ მაღალაშვილი; 
8. ლევან ყუბანეიშვილი – TBC-TV სტუდიის ხელმძღვანელი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებმა გადაწყვეტილება ფარული კენჭისყრით მიიღეს. საბჭოს წევრთა განცხადებით, შერჩევისას ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი იყო გამოცდილება მენეჯმენტში.
სამეურვეო საბჭო დირექტორს 4 აპრილისთვის დანიშნავს. 
