ახალი ამბები

რესპუბლიკელები სააკაშვილის განცხადებას ”სიცრუეს” უწოდებენ

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი დღეს პრეზიდენტ სააკაშვილი განცხადებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ სურს 21 მაისს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების ჩაშლა.


მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციონერ” რადიკალებს” ხალხის ნების საწინააღმდეგოდ არჩევნების ჩაშლა სურს და ასევე ოპოზიციამ ”ძალიან ბევრ” მის შეთავაზებაზე თქვა უარი, მათ შორის ”შიდა შეუთანხმებლობის” გამო.


”მე არ ვიცნობ ოპოზიციას, რომელსაც არჩევნების ჩაშლა სურს, გაზაფხულზე არჩევნების დანიშვნა ეს სწორედ ოპოზიციის მოთხოვნა იყო”- განაცხადა უსუფაშვილმა, ”რაც შეეხება, ხელისუფლების წინადადებებს, ეს არის მორიგი ტყუილი. ჩვენ არანაირ წინადადებებზე უარი არ გვითქვამს, პირიქით ყველა შეთანხმება დაარღვია ხელისუფლებამ. ახლა სპეკულირება იმითი, რომ თითქოს ოპოზიცია რამეზე ვერ შეთანხმდა, ესაა მტკნარი სიცრუე”.


მისი თქმით, რესპუბლიკური პარტია რჩება ”უკიდურესად პასიური” წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების კუთხით, როდესაც ”ჩვენი მეგობრების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება”.  მას მხედველობაში ჰქონდა ოპოზიციური კოალიციიდან და ახალი მემარჯვენეებიდან კოლეგების შიმშილობის აქცია.


 



 

Back to top button