
ახალი ამბები
პატრიარქი ოპოზიციას შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე 25 მარტს პარლამენტის შენობასთან მივიდა და მოშიმშილეებს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. მან ურჩია მათ პროტესტის სხვა ფორმებს მიმართონ.
”მე მინდა გთხოვოთ კიდევ ერთხელ, შიმშილი უნდა დამთავრდეს,” – განაცხადა მან. ”არსებობს სხვა მეთოდები [პროტესტის]”.
მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ შიმშილობა ”არაქრისტიანულია”.
”ვეცადოთ, რომ გამოვნახოთ სხვა გზები ერთსულოვნებისა,”- განაცხადა პატრიარქმა, ”ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ვემსახუროთ სამშობლოს. ვეცადოთ, რომ მოვუსმინოთ ერთმანეთს, კატეგორიული აზროვნება ძალიან საშიშია ყველასათვის რიგითი ადამიანისათვის და ხელისუფლებისათვის. აუცილებლად უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის მოსმენა”.