ახალი ამბები

ევროპის საბჭოს დელეგაცია საქართველოს ეწვევა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები მათიას იორში და კასტიო ისლამი 26-27 მარტს საქართველოში ჩამოვლენ.


ევროპის საბჭოს წარმომადგენლები შეხვდებიან პრეზიდენტ სააკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კოტე კუბლაშვილს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, ასევე ოპოზიციის, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.


”განიხილება მომავალი არჩევნების საკითხი, რეფორმები სასამართლო და სისხლის სამართლებრივ საქმეთწარმოებაში, დემოკრატიული სტანდარტების გაუმჯობესების საკითხი ბოლოდროინდელი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ, მედიის დამოუკიდებლობა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები და აფხაზეთსა დ სამხრეთ ოსეთში ბოლო დროს განვითარებუი მოვლენები,” – იტყობინება ევროპის საბჭოს პრესსამსახური.

მსგავსი/Related

Back to top button