
საქართველომ და რუსეთმა პირდაპირი ფრენები აღადგინეს
საქართველო და რუსეთი 25 მარტიდან რეგულარულ ფრენებს აღადგენენ. კომპანია ”ჯორჯიან ეარვეისი” დღეს საღამოს პირველ რეისს განახორციელებს მოსკოვში. რუსული კომპანია ”აეროფლოტი” ფრენებს თვის ბოლოდან განაახლებს.
რუსეთმა საქართველოსთან საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო და საფოსტო კავშირი 2006 წლის 3 ოქტომბერს შეწყვიტა, ორ ქვეყანას შორის ჯაშუშების სკანდალის შემდეგ. თბილისმა ეს შეაფასა, როგორც პოლიტიკური ნაბიჯი.
2008 წლის თებერვალში ქართულმა და რუსულმა მხარეებმა ხელი მოაწერეს ოქმს, რომლის თანახმადაც თბილისმა იკისრა ვალდებულება, რომ დაფარავდა ქართული ავიაკომპანიების მიერ დაგროვილ დავალიანებას. ”ჯორჯიან ეარვეისმა” 2 მილიონი აშშ დოლარი უკვე გადაიხადა. ხოლო დარჩენილი 1.7 მილიონის საკითხი კვლავ განიხილება მხარეებს შორის.
ფრენების ადგენასთან ერთად, ასევე აღდგება საზღვაო მიმოსვლაც.