ახალი ამბები

ოპოზიციური კოალიცია ტელეკომპანიებს “რუსთავი 2”-ს და “მზეს” ბოიკოტს უცხადებს

რვა ოპოზიციური პარტიის კოალიციამ  ტელეკომპანია “რუსთავი 2”-სა და “მზეს” ბოიკოტი გამოუცხადა.


ოპოზიციის წარმომადგენლები აღნიშნულ ტელეკომპანიებს ინტერვიუს და კომენტარს აღარ მისცემენ, ვინაიდან ოპოზიციას ისინი სახელმწიფო ტელევიზიებად მიაჩნია, განაცხადა კონსერვატორების ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ.


16 თებერვალს თავად ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-მა გამოუცხადა კოალიციის ლიდერს ლევან გაჩეჩილაძეს ბოიკოტი იქამდე, სანამ ის არ მოიხდიდა ბოდიშს ტელეკომპანიის ჟურნალისტების მიმართ ”შეურაცხმყოფელი” განცხადებების გამო.

მსგავსი/Related

Back to top button