ახალი ამბები

ჯავაში იარაღის სამალავი აღმოაჩინეს

იარაღის სამალავი, მათ შორის ცეცხლასროლი იარაღი და 3 500-ზე მეტი გილზა, იქნა აღმოჩენილი ჯავის რაიონში, ერთ-ერთ სახლში, იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი 22 მარტს.


თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ცნობით, იარაღი ჯავაში გასულ წელს შეიტანეს სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციასთან კავშირში მყოფმა პირებმა, რაც მიზნად ისახავდა ”რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციას და სამხრეთ ოსეთში ტერორისტული აქტების მოწყობას”.


თვითგამოცხადებული რეგიონის უშიშროების სამსახურის თქმით, მიმდინარეობს გამოძიება იმ პირების გამოსავლენად, რომლებიც ”სანაკოევის ადმინისტრაციასთან” თანამშრომლობენ. ამავე ინფორმაციის თანახმად, სისხლის სამართლის საქმე არ იქნება აღძრული იმ პირების მიმართ, რომლებიც ჩაბარდებიან.


მარტის დასაწყისში სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ჯავის რაიონის რვა ადგილობრივი მოსახლე იქნა დაპატიმრებული იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით. 


რეინტეგრაციის საკითხში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა 14 მარტს განაცხადა, რომ ჯავის რაიონში იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით პიროვნებების დაკავება იყო ”უპრეცედენტო დამსჯელი ზომები” და ”რეპრესიები” სეპარატისტული ხელისუფლების მხრიდან განსხვავებული აზრის მქომე ადამიანების მიმართ.


 

Back to top button