
ახალი ამბები
სააკაშვილი აშშ-ს სახელმწიფო და თავდაცვის მდივნებს შეხვდება
აშშ-ში ვიზიტით მყოფი პრეზიდენტი სააკაშვილი 20 მარტს სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს და თავდაცვის მდივანს რობერტ გეითსს შეხვდება. ორივე მათგანი 18 მარტს მოსკოვს სტუმრობდა.
19 მარტს სააკაშვილი პრეზიდენტ ბუშს შეხვდა, რომელმაც დაადასტურა აშშ-ს მხარდაჭერა საქართველო ნატოში მისწრაფების მიმართ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ორ პრეზიდენტს შორის გამართულ შეხვედრას ”ძალიან მნიშვნელოვანი და ნამდვილად ისტორიული” უწოდა.