
ახალი ამბები
ეროვნული ბანკის ცნობით, ინფლაციამ 10.9%-ს მიაღწია
თებერვლის ბოლოს წლიური ინფლაციის დონემ 10.9%-ს მიაღწია, განაცხადა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 19 მარტს. იანვარში ეს მაჩვენებელი 10.7% იყო.
ეროვნული ბანკის ცნობით, მონეტარული პოლიტიკის ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 11%-ზე შენარჩუნდა. ხელისუფლების პროგნოზით, წლიური ინფლაციის დონემ 2008 წელს 8% უნდა შეადგინოს.