
თბილისსა და მოსკოვს შორის ფრენები 25 მარტიდან აღდგება
თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ 25 მარტიდან განახლდება, იტყობინება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 18 მარტს.
”ვიმედოვნებთ, რომ პირდაპირი ავიამომოსვლის აღდგენა პოზიტიურად იმოქმედებს ორმხრივი ურთიერთობების ატმოსფეროზე, იქნება მნიშვნელოვანი შენატანი ტრადიციული კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენის გზაზე, რომლებიც რუსეთის და საქართველოს ხალხების ყველაზე ღრმა მისწრაფებებს უპასუხებს,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება და აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება 21 მარტს საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების მოსკოვში გამართული შეხვედრის შედეგია.
რუსული მხარის განცხადებით, ქართულმა მხარემ უკვე დაფარა დავალიანების ნაწილი 2 მლნ აშშ დოლარის ოდენობით და წარადგინა დარჩენილი ვალის – 1,7 მლნ აშშ დოლარის – ოქტომბრამდე გადახდის გრაფიკი.
რუსეთმა სწორედ დავალიანების არსებობის მოტივით შეწყვიტა საჰაერო მიმოსვლა საქართველოსთან 2006 წლის ოქტომბერში ორ ქვეყანას შორის ჯაშუშების სკანდალის შემდეგ. თბილისმა ეს შეაფასა, როგორც პოლიტიკური ნაბიჯი.