ახალი ამბები

სოხუმი აცხადებს, რომ გალში ქართული მზვერავი თვითმფრინავი ჩამოაგდეს

აფხაზეთის ხელისუფლებამ 18 მარტს გალის რაიონში უპილოტო მზვერავი თვითმფრინავი ჩამოაგდო, რომელიც ქართულ მხარეს ეკუთვნოდა, განუცხადა აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა ”რია ნოვოსტის” ტელეფონით.


”მე ვადასტურებ, რომ ჩვენმა საჰაერო ძალებმა მზვერავი თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ჩვენ უამრავჯერ გავაფრთხილეთ ქართული მხარე ჩვენს ტერიტორიაზე სადაზვერვო ქმედებების დაუშვებლობის წინააღმდეგ,” – განაცხადა ბაღაფშმა.


მის თქმით, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება სულ მალე გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას მომხდართან დაკავშირებით.


თბილისს მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.    

Back to top button