
კოკოითი: თბილისს არ შესწევს კონსტრუქციული მოლაპარაკებების უნარი
თბილისს არ შესწევს უნარი კონსტრუქციული დიალოგი გამართოს სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან, განაცხადა 17 მარტს სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა.
სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი იტყობინება კოკოითის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადება, რომ საქართველო არ მოაწერს ხელს შეთანხმებას ძალის არგამოყენების თაობაზე წარმოაჩენს თბილისის სურვილს კონფლიქტის ზონებში სიტუაციის დესტაბილიზაცია მოახდინოს.
”სამხედრო კონფლიქტის დასაწყებად მუდმივად საბაბის ძიების გზით, თბილისი ცდილობს საზოგადოების ყურადღება შიდა პრობლემებიდან გადაიტანოს,” – განაცხადა მან.
15 მარტს გორის სამხედრო ბაზაზე საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა: ”დღეს როდესაც გვეუბნებიან მოდის მოაწერეთ ხელი ახალ ხელშეკრულებას თქვენი შეიარაღებული ძალების არ გამოყენების. საქართველო მშვიდობიანი ქვეყანაა და რა თქმა უნდა, ჩვენ არაერთგზის გვითქვამს, რომ ჩვენ გვინდა ყველა კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგება. მაგრამ ვისთან უნდა მოვაწეროთ ხელი ხელშეკრულებას?” – განაცხადა სააკაშვილმა და რამდენიმე შეთანხმება გაიხსნება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, რომელთაც 90-იან წლებში აფხაზეთის კონფლიქტის დროს მოეწერა ხელი. მისი თქმით, ამ შეთანხმებებს, რომელთაც ”მოღალატე” ქართველმა პოლიტიკოსებმა მოაწერეს ხელი, შედეგად მოყვა ქართული შეიარაღების გატანა კონფლიქტის ზონიდან და თანდათან აფხაზეთზე კონტროლის დაკარგვა.
ამ განცხადების კომენტირებისას კოკოითმა სააკაშვილის ძირითად ციტატები მოიყვანა.
მისი თქმით, სწორედ 1992 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ამ შეთანხმების ხელმოწერის გამო უწოდა სააკაშვილმა ქართველ პოლიტიკოსებს მოღალატეები.