
ახალი ამბები
ძლიერმა ქარმა თბილისის აეროპორტს სახურავი ახადა
15 მარტს ძლიერმა ქარმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტს სახურავის ნაწილი ახადა. ეკონომიკის მინისტრის ეკა შარაშიძის თქმით, ძლიერი ქარის გამო გადაიდო რამდენიმე ავიარეისიც.
თბილისის აეროპორტს, რომელიც მხოლოდ ერთი წლის წინ აშენდა, თურქული Tepe-Akfen-Vie (TAV) მართავს. აეროპორტს სახურავი გასული წლის თებერვალში, მისი გახსნიდან ათ დღეში, მომხდარმა ძლიერმა ქარმაც ახადა.