
ახალი ამბები
საუდის არაბეთის პრინცი საქართველოს სტუმრობს
საუდის სამეფო ოჯახის წარმომადგენელი და ინვესტორი, პრინცი ალვალეედ ბინ ტალალი საქართველოს ეწვია. კვირას მან შეხვედრა გამართა პრეზიდენტ სააკაშვილთან, ხოლო ქვეყანაში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები ეკონომიკის მინისტრთან ეკა შარაშიძესთან განიხილა, იტყობინება ქართული მედია.
პრინცი ალვალეედ ბინ ტალალი, არის საინვესტიციო ჰოლდინგის Kingdom Holding Company-ის დამაარსებელი და თავმჯდომარე. მას ინვესტიციები აქვს ჩადებული ისეთ კომპანიებში როგორიცაა Citigroup, AOL/Time Warner და Apple Computer.