
ახალი ამბები
ორი ახალი პარტია დაფუძნდა
დღეს ახალი პარტიის – ჩვენი საქართველო – დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა, რომელშიც გაერთიანებულები არიან გარდაცვლილი ბიზნესმენის და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბში გაერთიანებული პოლიტიკოსები და აქტივისტები.
”ჩვენი მიზანია შევქმნათ სამართლიანობაზე დაფუძნებული სახელმწიფო… ”ჩვენი საქართველო” ამისთვის იბრძოლებს და ითანამშრომლებს ყველა დემოკრატიული იდეის მქონე ძალასთან”, – განაცხადა პარტიის დამფუძნებელმა, დეპუტატმა გოჩა ჯოჯუამ.
13 მარტს დეპუტატმა გოჩა ფიფიამ ასევე დააფუძნა ახალი პოლიტიკური პარტია სახელწოდებით – საქართველოს პოლიტიკა.