ახალი ამბები

ბერეზოვსკი ადასტურებს, რომ ლონდონში ხაინდრავას შეხვდა

ცნობილი რუსი ოლიგარქი და გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილი ახლო მეგობარი ბორის ბერეზოვსკი ადასტურებს, რომ ლონდონში საქართველოს ოპოზიციური კოალიციის წარმომადგენელს გოგა ხაინდრავას შეხვდა.


ის ინფორმაცია ბერეზოვსკიმ ”რუსთავი 2”-ს სატელეფონო საუბარში დაუდასტურა, თუმცა სხვა დეტალებზე კომენტარისაგან კატეგორიულად შეიკავა თავი.


გოგა ხაინდრავამ, რომელიც უკვე თბილისში იმყოფება, ასევე განაცხადა, რომ ის იმყოფებოდა ლონდონში, სადაც გარდაცვლილი ბიზნესმენის ქვრივს ინა პატარკაციშვილს და ბორის ბერეზოვსკის შეხვდა.


ოპოზიციური კოალიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ არ ქვთ ინფორმაცია მათი პოლიტიკური პარტნიორის, გოგა ხაინდრავას ლონდონური შეხვედრების შესახებ.


ლონდონს ასევე სტუმრობდა ოპოზიციური კოალიციიდან ცოტა ხნის წინ გამოყოფილი რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი. პარტიის პრესსამსახური არ ადასტურებს ხიდაშელის შეხვედრას ბერეზოვსკისთან ან პატარკაციშვილის ოჯახთან. მათი განცხადებით, ხიდაშელი 4-დღიანი ვიზიტით ლონდონს ბრიტანეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის მიწვევით სტუმრობდა.

Back to top button