
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრი ბაქოში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა
პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე დღეს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ბაქოში გაემგზავრა, სადაც შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანელ კოლეგასთან არტურ რასი-ზადესთან, იუწყება პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური.
პრემიერ-მინისტრს თან ახლავს ენერგეტიკის და ფინანსთა მინისტრები, ალექსანდრე ხეთაგური და ნიკა გილაური.
ბაქოში გამართულ შეხვედრებზე განიხილება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები. შესაძლოა, ასევე გაფორმდეს გრძელვადიანი ხელშეკრულება აზერბაიჯანული გაზის მოწოდების თაობაზე.