ახალი ამბები

ბაღაფში მოსკოვში გაემგზავრა

თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერი სერგეი ბაღაფში მოსკოვში გაემგზავრა, სადაც 13 მარტს მიიღებს მონაწილეობას რუსეთის სათათბიროში დაგეგმილ მოსმენებში თვითგამოცხადებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით, იტყობინება ”აფსნიპრესი”.


მოსკოვში გამგზავრებამდე ბაღაფშმა დაავალა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეიმუშაონ აფხაზეთის მიმართ დაწესებული სანქციების მოხსნის თაობაზე რუსეთის გადაწყვეტილების შემხვედრი წინადადებები. რუსეთმა 5 მარტს განაცხადა, რომ დსთ-ს 1996 წლის შესაბამისი შეთანხმებიდან ცალმხრივად გამოდის, რასაც თბილისის მწვავე რეაქცია მოჰყვა. 


მოსკოვში დაგეგმილ მოსმენებში ასევე მიიღებს მონაწილეობას სამხრეთ ოსეთის დელეგაციაც. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, დელეგაციის წევრები არიან თვითგამოცხადებული რეგიონის პარლამენტის თავმჯდომარე იური ძიცოითი, სამხრეთ ოსური მხარის წარმომადგენელი შსკ-ში ბორის ჩოჩიევი და საგარეო საქმეთა მინისტრი მურატ ჯიოევი.  

Back to top button