
ახალი ამბები
დამოუკიდებელმა დეპუტატმა ახალი პარტია დააფუძნა
პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა გუგული მაღრაძემ დღეს ახალი პოლიტიკური ძალის -საქართველოს ქალთა პარტიის – დამფუძნებელი ყრილობა გამართა.
გუგული მაღრაძის განცხადებით, მისი პარტია, სავარაუდოდ, მიიღებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად სამართლიანი გახდება საარჩევნო კანონმდებლობა. მან ასევე გამოთქვა ოპოზიციურ ძალებთან თანამშრომლობის სურვილი, თუმცა ასევე არ გამორიცხა თანამშრომლობა მმართველ პარტიასთანაც.
გუგული მაღრაძე პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის სიით მოხვდა, თუმცა მან საპარლამენტო უმრავლესობა 7 ნოემბრის მოვლენებამდე მას შემდეგ დატოვა, რაც ხელისუფლება ოპოზიციის მიმართ უკომპრომისო პოზიციის გამო რამდენჯერმე საჯაროდ გააკრიტიკა.